სასწავლო პროექტი


რა მავნებლობის მოტანა შეუძლია  თანბაქოს კვამლს?




2. პროექტის მთავარი  იდეა: თამბაქო მავნებელია, როგორც პასიური ისე აქტიური მომხმარებლებისათვის.
3. პროექტის აქტუალობა: მკვეთრად არის გამოხატული მოზარდებში ინტერესი თამბაქოს მოხმარების მხრივ, რაც შესაბამისად ზრდის დაავადებულთა რიცხვს. მოზარდთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა 95% – მწეველია. მომავალი თაობა უნდა იყოს ჯანმრთელი. ახალგაზრდებმა უნდა იფიქრონ ამ საკითხზე.
4. პროექტის მიზნები: დავადგინოთ როგორია თამბაქოს კვამლის მავნებლობის შესახებ ცოდნის დონე საზოგადოებაში. ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლის მოსწავლეებს, ახლობლებსა და მეგობრებს შორის. მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტით.
5. მოსწავლეთა ასაკი: 14 /15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ცხრილი ანკეტური გამოკითხვის საფუძველზე, პლაკატი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 1) ადამიანური – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ისტის მასწავლებელი.
2) მატერიალურ–ტექნიკური – ინტერნეტი, კომპიუტერი
3) სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო–ბიოლოგია IX  კლასი. ნ. ზაალიშვილი, ნ. იოსებაშვილი. დამატებითი ლიტერატურა– ეკოლოგია. ნ. ხალვაში. მ დუმბაძე
მარკერი, ქაღალდი, ჭიკარტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასს  ვყოფ სამ ჯგუფად.
პირველი ჯგუფი ქმნის სპეციალურ კითხვარს და ატარებს გამოკითხვას  მოსწავლეებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის.
მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას  ინტერნეტიდან და დამატებითი ლიტერატურიდან.
მესამე ჯგუფი გააკეთებს პლაკატს.
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნ.IX. 3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების  ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოჰყავს ლოკალურ და გლობალურ გარემოზე ადამიანის ზეგავლენის მაგალითები და გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო შედეგების შესახებ. გეგმავს ეკოლოგიურად  სუფთა გარემოს შესანარჩუნებელ ღონისძიებას, ახორციელებს მას და შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე. გამოკითხვით ავლენს ლოკალურ გარემოში გავრცელებულ პროფესიულ დაავადებებს, იკვლევს მათ გამომწვევ მიზეზებს, აგროვებს ინფორმაციას პროფილაქტიკის საშუალებებზე და აცნობს ფართო საზოგადოებას.
11. პროექტის ხელნძღვანელი (მასწავლებელი): ლია მჟავია.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: liamjavia@gmail.com